ექსპორტის სტიმულირების პროგრამის პროდუქციის სერთიფიცირება/ლიცენზირების კომპონენტი ითვალისწინებს საწარმოში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას, ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებას და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირებას.
თანადაფინანსების მოცულობა :
III კატეგორიის საწარმოები - სერვისის ჯამური ღირებულების 80%
IVკატეგორიის საწარმოები - სერვისის ჯამური ღირებულების 90%
სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა, პროდუქტის ლიცენზირების / სერტიფიცირების მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის შეადგენს არაუმეტეს 10 000 ევროს ექვივალენტს შესაბამის ვალუტაში.
სააგენტოს მიერ თანადაფინანსება განხორციელდება რეტრო ბონუსის, ე.წ. „ქეშ-ბექი“-ს პრინციპით, რაც გულისხმობს სრულად გადახდილი თანხიდან თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას.
ექსპორტის სტიმულირების პროგრამის კომპონენტით შეიძლება ისარგებლონ III და IVკატეგორიის საწარმოებმა
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი იხ. ფაილების დანართში
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებული კომპანია, რომელიც მიეკუთვნება III და IV კატეგორიის საწარმოს, აუცილებელია რეგისტრირებული იყოს ვებ-გვერდზე: www.tradewithgeorgia.com
მიმდინარე